Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მართლმსაჯულება საზღვრებს მიღმა: პანელური დისკუსია საერთაშორისო სისხლის სამართლის მომავალზე

თსუ შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტი აცხადებს კონფერენციას საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით. ღონისძიება ორგანიზებულია ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტის „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“ ფარგლებში და მიზნად ისახავს საერთაშორისო სისხლის სამართლის ეფექტიანობის შესახებ ფართო დისკუსიას.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.

 

პრეზენტაციის თემები შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ:

  • საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი გლობალური კონფლიქტების მოგვარებაში
  • საერთაშორისო ტრიბუნალებისა და სასამართლოების ეფექტურობა
  • ადამიანის უფლებათა სამართალი და მისი აღსრულება საზღვრებს მიღმა
  • საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი დევნის გამოწვევები
  • ტრანსნაციონალური სამართლისა და კიბერდანაშაულის განვითარების ტენდენციები
  • აგრესიის დანაშაული და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს როლი
  • ომის დანაშაულები და პასუხისმგებლობის მექანიზმები
  • ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ახალი ტენდენციები

 

მონაწილეობის ეტაპები:

  • აბსტრაქტის წარმოდგენა (300-400 სიტყვა), რომელშიც ასახულია პრეზენტაციის ძირითადი თემატიკა და მნიშვნელობა.
  • მეილში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, პროგრამა და საკონტაქტო ინფორმაცია.

 

გამოაგზავნეთ თქვენი ნაშრომის აბსტრაქტი ელ. ფოსტაზე vwiclproject@gmail.com სათაურით „მართლმსაჯულება საზღვრებს მიღმა - აბსტრაქტი“.

წარდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 26 აპრილი

 

ღონისძიების დეტალები:

თარიღი: 2024 წლის 18 მაისი.

კონფერენციის ჩატარების ადგილი: კონკრეტული დეტალები მიეწოდებათ შერჩეულ მონაწილეებს.

კონფერენცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

 

კონფერენციის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე მიიღებს მონაწილეობის სერტიფიკატს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ: vwiclproject@gmail.com

თარიღი: 02/04/2024